კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ზუგდიდში მცხოვრები დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ
კომპაქტურად ჩასახლებუი დევნილები

ზუგდიდში მცხოვრები დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ

ქალაქ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მცხოვრები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

დევნილებს მძიმე საცხოვრებელი პირობები და სუფთა სასმელი წყლის არახელმისაწვდომობა აწუხებთ. მათი განცხადებით, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო მილები გვერდიგვერდაა განთავსებული, რის გამოც კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის სუფთა წყლით უზრუნველყოფა ვერ ხდება. ისინი იძულებულნი არიან სახლში წყალი თავად მიიტანონ.

დევნილებმა ხელისუფლებას მათი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად 15 დღიანი ვადა დაუთქვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი მწვავე ფორმებს მიიღებს.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის, მანუჩარ ჩილაჩავას, განცხადებით, სასმელი წყლის მიმწოდებელი მილების გამოცვლის სამუშაოები  და წყლის ვარგისიანობის დადგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *