კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ხიდაშელი: ევროინტეგრაციის გზაზე MAP-ის მიღება მთავარი ამოცანა არ არის
თინა ხიდაშელი

ხიდაშელი: ევროინტეგრაციის გზაზე MAP-ის მიღება მთავარი ამოცანა არ არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, ჟურნალისტებთან ევროინტეგრაციის პროცესში MAP-ის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ის მიღების საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. მინისტრის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ყველა საჭირო რესურსი გააჩნია და ამ მომენტში MAP-ის მიღება არ წარმოადგენს ძირითად ამოცანას.

„ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, ვისაც წერა და კითხვა არ ეზარება შეუძლია გადაამოწმოს ინსტრუმენტები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ნატოსთან ურთიერთობაში და მათ შორისაა ერთობლივი სასწავლო ცენტრი – ეს არის იმ ტიპის ინსტრუმენტები, რაც არასოდეს არც ერთ ქვეყანას მანამდე არ ჰქონია და არც დღეს აქვთ იმ ქვეყნებს, ვისაც MAP-ი აქვს. ჩემთვის პირადად და ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა,“- ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწვალო ცენტრი ოფიციალურად 2016 წლის 15 მაისს დაიწყებს ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *