კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ხიდაშელი ევროინტეგრაციაზე: უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭრდება ვიდრე გვაქვს
თინათინ ხიდაშელი

ხიდაშელი ევროინტეგრაციაზე: უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭრდება ვიდრე გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელამა, გამომცემლობა Carnegieeurope-ის რედაქტორთან, ჯუდი დემპსისთან, ინტერვიუს დროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემაზე ისაუბრა.

ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. მინისტრის თქმით, საქართველო დანახულ უნდა იქნეს, როგორც შესაძლებლობა და არა როგორც საფრთხე რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი. საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია. ამავე დროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ – ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატოს სტანდარტებს პასუხობს,“- ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

თინა ხიდაშელმა ჯუდი დემპსისთან საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა. მინისტრის განცხადებით, აგვისტოს მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის პროცესი. მისი თქმით, საქართველოს იმაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე რეალურად აქვს.

„2008 წელს ამ პატარა ქვეყნისთვის მსხვერპლი დიდი იყო. საქართველომ დაკარგა ადამიანები და დაკარგა ტერიტორია. ახლა კი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მიმდინარეობს. ომმა მთლიანად ქვეყნის განვითარება შეაჩერა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იყო ომამდე. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ აღგვედგინა ეს მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მაღლა იყო, შემდეგ კი ომის გამო შეჩერდა. ომმა ქვეყნის ოპტიმიზმი გარკვეულწილად გაანადგურა. როდესაც ქვეყანა ვითარდება, ადამიანები უფრო ენთუზიაზმით არიან, უფრო ოპტიმისტურად, ბუნებრივია. ისინი უფრო მეტ ინვესტიციას დებენ და მუშაობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება და რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, როგორც ნორმალურმა ადამიანებმა. ხოლო როდესაც ომი მიმდინარეობს, ყველაფერი ჩერდება. არავინ იცის რა მოხდება.

როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, ჩვენ ვთქვით, რომ არ დავუშვებდით ეს კიდევ მომხდარიყო. ნატოს წევრობა ჩვენს პრობლემებზე ერთადერთი პასუხი არ არის, თუმცა, არსებითია. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცევით, რამდენად პასუხისმგებლიანები ვართ, როგორ ვიმუშავებთ სტრატეგიულად, რომ დავიცვათ ქვეყანა მოულოდნელი საფრთხეებისგან, რის წინაშეც ვდგავართ და ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გვაქვს დღეს,“-განაცხადა ხიდაშელმა ჯუდი დემპსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *