კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / „თავისუფალი თაობის“ წევრები ხადურს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
ნოდარ ხადური

„თავისუფალი თაობის“ წევრები ხადურს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია, სახელწოდებით „შემოულაწუნე ნოდარს“, გამართეს.

აქციის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროსგან იმ იურიდიული პირების ვინაობის დასახელებას მოითხოვენ, რომლებსაც 2013-2015 წლებში საგადასახადო ვალდებულებები ჩამოეწერათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩამოწერილი თანხა საქართველოს ბიუჯეტის თითქმის ერთ მეშვიდედ ნაწილს, მილიარდ ლარს შეადგენს. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ნოდარ ხადური რამდენიმე ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაში არის შესული.

„თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლის, ლადო სადღობელაშვილის, განცხადებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფინანსთა მინისტრი საკუთარი ჯიბის გასქელების მიზნით კორუფციულ გარიგებებში აქტიურად მონაწილეობს.

„ოქრიაშვილი, კოხოძე, ლაურა ღაჭავა და სხვა კურტანიძე მაგალითად პსპ-ს და ავერსის ხელმძღვანელებს ჩამოეწერათ საკმაოდ სოლიდური საგადასახადო ვალდებულებები და ამ ვალდებულებების საერთო ციფრმა, ფინანსთა სამინისტროს წერილის საფუძველზე გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ შეადგინა მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი. ეს საქმე ეხება ბიუჯეტს და ვალდებულია ბატონი ნოდარი, რომ გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, რატომ, რა მოტივით, რამდენი და ვის ჩამოაწერა ეს დავალიანება,“- ნათქვამია სადღობელაშვილის განცხადებაში.

მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ წევრები ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში ჩამოწერილმა საგადასახადო ვალდებულებების რაოდენობამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *