კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / სომხეთმა და აზერბაიჯანმა გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს
საბრძოლო შეტევა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ მწვავეა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.

არაღიარებული მხარის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ რეგიონში 2000-ზე მეტი გასროლა განახორციელა და ნაღმტყორცნებიც გამოიყენა. შეტევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 7 აპრილს, სომხურმა მხარემაც დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული ხელშეკრულება და შეხების ხაზზე ცეცხლი დაახლოებით 100-ჯერ გახსნა, რომლის დროსაც როგორც ნაღმტყორცნები ასევე ტყვიამფრქვევები გამოიყენა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათ ცეცხლი საპასუხოდ გახსნეს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეთა მიმართულებით 114 შეტევა განახორციელეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არცრუნ ჰოვანისიანის, მიერ გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამი სოფელი დაცხრილა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. რეგიონში არსებული ვითარება ამ დრომდე ძალიან მწვავეა.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *