კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / სოც. მუშაკსა და სოციალურად დაუცველს შორის შელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა
სოციალური მომსახურეობის სააგენტო

სოც. მუშაკსა და სოციალურად დაუცველს შორის შელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა

კახეთში სოციალურ მუშაკთან, მანანა ჯანჯიბუხაშვილთან, შელაპარაკების დროს სოციალურად დაუცველი, 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პეტრიაშვილი სოციალური სამსახურისგან მედიკამენტებისთვის საჭირო ფულს ითხოვდა. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილ ქალბატონს ერთჯერადად გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა. სოციალური სამსახური პეტრიაშვილის 100 ლარის სანაცვლოდ, 70 ლარს სთავაზობდა, რაც ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა.

შელაპარაკების შემდეგ, ეკატერინე პეტრიაშვილმა ინფარქტი მიიღო. ის მალევე იქნა გადაყვანილი გურჯაანის საავადმყოფოში, თუმცა უშედეგოდ. სოციალურად დაუცველი პირი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს მანანა ჯანჯიბუხაშვილი არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

მომხდარ ინციდენტს კახეთის გუბერნატორიც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალური მუშაკის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *