კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / სესიაშვილი წინასაარჩევნო პროცესის დაწყებაზე: ეს ალბათ ბოლო გამოწვევაა
ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი წინასაარჩევნო პროცესის დაწყებაზე: ეს ალბათ ბოლო გამოწვევაა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას წინასაარჩევნო პერიოდის წარმართვის შესახებ ისაუბრა.

სესიაშვილის განცხადებით, არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს არის დანიშნული და ეს წინა არჩევნებთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია. ის იმედოვნებს, რომ  წინასაარჩევნო პროცედურების დაწყებასთან დაკავშირები პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დაიწყოს უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, აქ საჭიროა გონივრული და რაციონალური მიდგომა. წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად ჩვენი სახელმწიფოსთვის, ბიზნეს სექტორისთვის, ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ჩვენთან სხვადასხვა სფერო არჩევნების მიმართ. ეს, ალბათ, ბოლო გამოწვევაა, რომელიც გვიდგას და მომავალში ასეთი გამოწვევები აღარ იქნება,“- ნათქვამია პარლამენტის დაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *