კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / საქართველოს რკინიგზა ზაფხულში მოსახლეობას სიურპრიზს ჰპირდება
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა ზაფხულში მოსახლეობას სიურპრიზს ჰპირდება

„საქართველს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ჟურნალისტებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობის დეტალები გააცნო.

ბახტაძის თქმით „საქართველოს რკინიგზის“ დაფინანსებით დღეს მერვე გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა. მისი განმარტებით, პროექტის მთავარი მიზანი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე გამტარუნარიანობის გაზრდაა. ბახტაძის თქმით, აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განვითარებისთვის.

„ჩვენ პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული გვაქვს 2019 წელი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ გამტარუნარიანობის ზრდის გარდა ჩვენ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ დრო შავიზღვისპირეთის მიმართულებით და ეს დრო შემცირდება ერთი საათით,“- განაცხადა ბახტაძემ.

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულს მორიგი სიურპრიზი მზადდება, რაც ნათელი დასტური იქნება იმისა, რომ რკინიგზა საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის დიდ როლს თამაშობს.

„ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში,“- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *