კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / სამნიძე: პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია
ხათუნა სამნიძე

სამნიძე: პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია

სენაკში „რესპუბლიკური პარტიის“ 25-მდე წევრმა ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნძე, ადასტურებს.

სამნიძის განცხადებით, იმ წევრების უმრავლესობა, რომლებმაც პარტია დატოვეს საჯარო სამსახურში დასაქამებული პირები არიან. მისი თქმით, სენაკის ადგილობრივ ორგანიზაციას საკმაოდ ძლიერი რესურსი ჰყავს, რომელშიც 150-მდე წევრია გაერთიანებული.

„ამ მომენტისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და არა დღეს, სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა, მაგრამ ეს არ არის პარტიის ორგანიზებული დატოვება რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა ამ 25 წევრიდან უმრავლესობა საჯარო სამსახურში – გამგეობაში, თუ სოფლის რწმუნებულად მომუშავე ადამიანია. ისინი არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, არც იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს რაიმე ტიპის მითითება ჰქონდათ. ისინი უბრალოდ პირადი მოსაზრებების გამო მიდიან პარტიიდან,“- ნათქვამია სამნიძის განცხადებაში.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე პარტიის წევრების მიერ დატოვების ფაქტს ჩვეულებრივ პორცესად აფასებს და განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია ბოლო დროს 25-მდე წევრმა დატოვა, ამავე პერიოდში მას ძალიან ბევრი ახალი წევრი შეემატა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *