კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / საარჩევნო ცვლილებების განხილვა მიმდინარე სასესიო კვირაში შეიძლება ვერ მოესწროს
საქართველოს პარლამენტი

საარჩევნო ცვლილებების განხილვა მიმდინარე სასესიო კვირაში შეიძლება ვერ მოესწროს

საქართველოს პარლამენტმა არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ორი პროექტი მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში შეიტანა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის, განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, რომელიც ოთხშაბათს და ხუთშაბათს უნდა განიხილონ, შეიძლება დაგეგმილ სასესიო კვირაში აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტების განხილვა ვერ მოესწროს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცლილების ორი პროექტიდან ერთ-ერთი 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს, რომლის ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრი გახლავთ, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებზე 75 სადეპუტატო მანდატი პროპორციული წესით, ხოლო დანარჩენი 75 სამხარეო-პროპორციული წესით უნდა განაწილდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *