კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო გავრცელდა, შემდეგი კი 11 საათზე დააანონსეს
facebookVSyoutube

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო გავრცელდა, შემდეგი კი 11 საათზე დააანონსეს

დაახლოებით 1 საათის წინ მედიაჰოლდინგმა „აფხაზეთის ხმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეოს ატვირთვას უკავშირდება. 

უცნობმა პირმა „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლაშა ბერულავას, Facebook გვერდზე განთავსებულ ერთ-ერთი ბოლო პოსტის კომენტარებში გააზიარა ვიდეო, რომლის გავრცელებისკენაც მოუწოდებდა ბერულავას და სხვა მომხმარებლებს. 

“ძალიან გვიან გამოვრთე კომპიუტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა. გასვლის წინ კედელს ვამოწმებ ხოლმე – ხომ არ დაუსვამს რაიმე შეკითხვა ვინმეს, სპამი ხომ არ არის და ა.შ. ასევე ვიქცევი დილით, როცა ლეპტოპს ვრთავ. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა დაახლოებით 08:15-ზე “ფეისბუქზე” შევედი და კედელს ჩავუყევი, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: “გაავრცელეთ!”. ფეისბუქის ქრონოლიგია მიჩვენებდა, რომ ერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო. როგორც კი ფარული კადრები დაიწყო, გადავახვიე და აღმოვაჩინე, რომ ბოლოში იყო მოწოდება, ანონსი და ულტიმატუმიც კი, რომელთა შინაარსის ტირაჟირებას არ მოვახდენ. არ ვიცი, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტების კედლებზეც გამოაქვეყნეს, ვეცდები, ვნახო”, – ამბობს ლაშა ბერულავა. 

ვიდეო მუქარის გავრცელებას ისახავს მიზნად, ავტორების აზრით, სწორედ ამ პირადი კადრების მეშვეობით ხდება პოლიტიკოსების შანტაჟი და სამართლიანობის აღდგენას ეს უშლის ხელს. ვიდეოშივე დააანონსეს ის პოლიტიკოსები, რომელთა კადრებსაც გაასაჯაროებენ თუ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ. 

იმავე გვერდზე, რომლითაც დღეს კადრები გავრცელდა, ბოლო პოსტი ეხება ანონსს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ გათიშავს ამ გვერდს, უკვე არსებობს ახალი გვერდი სადაც 11 საათზე მორიგი ვიდეო დაიდება. FreeView-მ ყველა ამ დროისთვის არსებული პოსტის სქრინ-ფოტოები გადაიღო და მზად არის საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდოს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დროულად მოხდეს კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირების დაკავება და მათი შესაბამისად დასჯა. 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *