კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ნაცვლიშვილი: იუსტიციის საბჭო ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელსაც ქვეყანაში ქმნის
ანა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი: იუსტიციის საბჭო ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელსაც ქვეყანაში ქმნის

დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, გააკეთა. ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკისრებულ მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს ვერ ასრულებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მწვავე პრობლემებზე ფაქტებით, სტატისტიკით და ტენდენციით, საბჭოსგან კი ვიღებთ იმას, რომ თურმე, რადგან ვაკრიტიკებთ, ამიტომ ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ. ეს არის პასუხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრისას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იუსტიციის საბჭო, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია და ვერ აცნობიერებს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელსაც მისი მოქმედებებით ქმნის ამ ქვეყანაში,“ – ნათქვამია ნაცვლიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის ანგარიში გააცნო, რომელიც აღნიშნული საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს ეხებოდა. ანგარიშში საუბარი იმ ხარვეზებზე იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომავალი საქმიანობისთვის უნდა გაითვალისწინოს. საბჭოში არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს და რეკომენდაციებს არ იზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *