კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ვოლსკი: წინასაარჩევნო პერიოდის 5-6 თვით ადრე დაწყება ბიუჯეტისთვის საზიანოა
გია ვოლსკი

ვოლსკი: წინასაარჩევნო პერიოდის 5-6 თვით ადრე დაწყება ბიუჯეტისთვის საზიანოა

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის, განცხადებით წინასაარჩევნო პერიოდი სამ თვეზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.

ვოლსკის თქმით, ევროპულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდი არცერთ შემთხვევაში სამ თვეზე მეტ ხანს არ გრძელდება და გამონაკლისად ბელგიის მაგალითი მოჰყავს.

„ერთადერთი, რამდენადაც მახსოვს, ბელგიაშია სამი თვე წინასაარჩევნო პერიოდი და გაცილებით უფრო ნაკლები – სხვა ევროპულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება 5-6 თვით ადრე დამაზიანებელია, როგორც ბიუჯეტის, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის შეთანხმებას ამ თემაზე, ვფიქრობ, იგი უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას დასჭირდება,“- განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატი სარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი, რომ ეს საარჩევნო სისტემა – ნაწილობრივ პროპორციული და ნაწილობრივ მაჟორიტარული – მიმაჩნია სამართლიანად. სერიოზული შესწორებები მოხდა, ისე როგორც ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო გვირჩევდა და ვფიქრობ, ამ გზით უნდა ვიაროთ. სხვა სისტემა რომც მომწონდეს მე და ჩვენს ფრაქციას, ახლა ამის შეცვლა შეუძლებელია,“- ნათქვამია გია ვოლსკის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *