კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარით დაეხმარება
ჯო ბაიდენი და პტრო პოროშენკო

აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარით დაეხმარება

გავრცელებული ინფორმაციით აშშ უკრაინას ერთ მილიარდ დოლარს გადასცემს.

აღნიშული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარით დაეხმარება. გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, შორის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე ნათქვმია, რომ უკრაინა აუცილებლად შეასრულებს მინსკის შეთანხმებების ყველა პირობას, აქტიურად ითანამშრომლებს ამერიკის სავალუტო ფონდთან და უკრანის ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასაძლიერებლად.

„პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება რეფორმებს გააგრძელებს, აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *