კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / აშშ ჩრდილოეთ კორეას მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ბალისტიკური რაკეტა

აშშ ჩრდილოეთ კორეას მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა წარუმატებლად გამოსცადა.

აღნიშნული ინფორმაციას, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რაკეტის რადიუსი 3000 კილომეტრზე გაცილებით მეტს შეადგენდა. თეორიულად, არსებობდა ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტას ამერიკის სამხედრო ბაზებზე საიერიშო დარტყმა განეხორციელებინა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს აშშ გამოეხმაურა. ამერიკა ჩრდილოეთ კორეას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გაშვების ცდებს პერიოდულად ახორციელებს. ოფიციალურმა ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაატარა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის გაშვებული რაკეტები ამ დრომდე მცირე რადიუსის მოქმედების გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *