კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / აბაშიძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მზადყოფნას ვაცხადებთ
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მზადყოფნას ვაცხადებთ

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებით, 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატები“ მმართველი გუნდის ინიცირებულ პროექტს მხარს დაუჭერენ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები შემდეგს ითვალისწინებს: ერთი მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიანმა პროპორციულმა სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს, რომლის ამოქმედებაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს და მეორე ცვლილების თანახმად, რომლის ავტორიც საპარლამენტო ოპოზიცია გახლავთ, 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის პროპორციული წესით, ხოლო დანარჩენი 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას ითვალისწინებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილება ვერ განხორციელდება, ისინი მზად არიან მმართველი გუნდის ინიციატვას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით მხარი დაუჭირონ.

„პირველ რიგში, განხილული უნდა იყოს კონსტიტუციაში ის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა და რომლის უკანაც დგას 200 000 მოქალაქის ხელმოწერა. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კოალიცია მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც 2016 წელს უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, შემდეგ დაიწყება მეორე პროექტის განხილვა, რომელიც აღნიშნული ცვლილებების 2020 წელს განხორციელებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზადა ვართ, აღნიშნულ პროექტს დავუჭიროთ მხარი,“ – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *