კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ინტერნეტჟურნალი FreeView 2015 წელს დაარსდა. იგი ინტერნეტსივრცეში არსებული მედიასაშუალებაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს  საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული თუ სპორტული მოვლენების გაშუქება, კვირის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ყოველკვირეული კვლევითი სიუჟეტებისა, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის გადაცემებისა და ანალიტიკური სტატიების მომზადება წარმოადგენს.

FreeView-ს სხვა საინფორმაციო სააგენტოებისგან განასხვავებს ის, რომ, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, იგი აშუქებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს, ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე და ცდილობს, ობიექტურად აღწეროს ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალური და სენსიტიურია რეგიონებში. ასევე, ინტერნეტჟურნალს აქვს ანალიტიკური მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ინტერნეტსივრცეში არსებულ მედიასაშუალებებს შორის არც თუ ისე ხშირად გვხვდება.

ინტერნეტჟურნალ FreeView-ს, მომზადებული აქვს კვლევითი სიუჟეტები, მათ შორის,  განათლების ხარისხისა და ფასის, ნატოს სასწავლო ცენტრების საქართველოში განთავსების, საჯარო ტრანსპორტისა და რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ.

FreeView, სხვა მიმართულებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს გადაცემებზე, რომელთაგან ერთი – „თავისუფალი ხედვა“ საინფორმაციო ხასიათისაა და ყოველკვირეული მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას წარმოადგენს, ხოლო მეორე კი, „აკვარელი“, აპოლიტიკურ, საზოგადოებრივ შინაარსს ატარებს და მაყურებელს სრულიად განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.