კვირის ამბები
მთავარი გვერდი / დაგეგმილი ღონისძიებები / ტრენინგ-კურსი: “მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები”
lock

ტრენინგ-კურსი: “მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები”

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS“ გთავაზობთ ტრენინგ-კურსს: „მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები“.

ტრენინგ-კურსი მოლაპარაკებებში განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ურთიერთობს ადგილობრივ ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებს მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-კურსი დიდ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ შეისწავლონ მოლაპარაკებების ხელოვნების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა ასპექტი.

კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს (Roger Fisher, “Getting to Yes” და William Ury, “Getting to No”). ტრენინგი გაჯერებული იქნება პრაქტიკული სამუშაოებით, რომელიც საშუალებას მისცემს მსმენელს მარტივად და პროდუქტიულად აითვისოს ის თეორიული ცოდნა, რომელსაც უშუალოდ კურსის დროს მიიღებს.კურსის სტრუქტურა :
• მოლაპარაკებების ორი სახე: ვაჭრობა და ინტერესებზედაფუძნებული მოლაპარაკებები .
• მოლაპარაკებების ვაჭრობის მოდელი.
• მოლაპარაკებების ინტერესებზე დაფუძნებული მოდელი.
• მოლაპარაკებების სხვადასხვა სტილი (დასავლური,აღმოსავლური, რუსული, ქართული).
• ფსიქოლოგიური ასპექტები მოლაპარაკებების წარმოებისას.
• ტაქტიკის როლი მოლაპარაკებებში; სხვადასხვა ტაქტიკური მიდგომები; ტაქტიკური ილეთები და არსენალი;
• სტრატეგია მოლაპარაკებებში; მოლაპარაკებების დაგეგმვა და წარმართვა.ტრენინგს გაუძღვება „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი სერგი კაპანაძე .
სერგი კაპანაძე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, აქვს მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება ევროკავშირის სახელმწიფოების, აშშ-ს და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ის ხელძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს , ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს . მისი სამუშაო გამოცდილება ასევე, მოიცავს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს. სერგი კაპანაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრი. ის არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი საერთაშორისო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.✔ ტრენინგები გაიმართება 10 ივლისიდან✔ ტრენინგის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 15 საათს, რომელიც გადანაწილდება 2 კვირაზე✔ ტრენინგი გაიმართება სამუშაო საათის დასრულების შემდგომ
✔ ტრენინგის ღირებულება შეადგენს 350 ლარს, 1 ივლისამდე დარეგისტრირებული მსმენელები მიიღენ 50 ლარის ოდენობის ფასდაკლებას✔ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 მსმენელი

✔ ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და რეკომენდაცია

✔ სამუშაო ენა – ქართული

✔ ორგანიზაციებისთვის გვაქვს კორპორაციული შეთავაზება, როგორც ტრენინგის ღირებულებასთან, ისე კურიკულუმთან დაკავშირებით

✔ რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 6 ივლისი.

რეგიტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ თანდართული ბმული:

http://goo.gl/forms/bI8iiXoiKy

საკონტაქტო პირები:

გიორგი გოგუაძე ( +995 598 55 43 84 )
giorgigoguadze.ydc@gmail.com

კომენტარები

კომენტარი