კვირის ამბები
მთავარი გვერდი / დაგეგმილი ღონისძიებები / ტრენინგი – კადრების ეფექტიანი მენეჯმენტი
10247198_566546860130669_2348824201541107245_n11

ტრენინგი – კადრების ეფექტიანი მენეჯმენტი

• ხარ ლიდერი?!
• გიწევს ადამიანთა ჯგუფების მართვა?!
• გაინტერესებს ჯგუფში პრობლემების გადაჭრის დიპლომატიური მეთოდები?!
• გინდა გქონდეს გუნდურ პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაცია?!

▶ მაშინ დროა შემოგვიერთდეთ !

პროფესიული განვითარების აკადემიის მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ 3 დღიან ტრენინგს თემაზე ,,კადრების ეფექტიანი მენეჯმენტი’’.

▶ ტრენინგის მიზანია მოქმედი და მომავალი ლიდერების გადამზადება, რის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი გუნდის მუშაობის გაუმჯობესებასა და ხარისხიანი შედეგების მიღებას.

✔ ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ტრენინგის თემატიკა:

1. ადამიანური რესურსების მართვა და მისი როლი ორგანიზაციაში:
• ადამიანური რესურსების მართვის მნიშვნელობა და როლი;
• ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებები;
• დასაქმების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში;
• პერსონალის მუშაობის პრაქტიკული ასპექტები, თანამედროვე ტენდენციები.

2. რეკრუტმენტი/ კადრების მოძიება და პროფესიული განვითარება:
• რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
• გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები;
• ეფექტური ტესტირება;
• ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი;
• პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელობა და მოდელები;
• პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება
• თანამშრომელთა შეფასების სისტემები, კონფლიქტების მართვა, თანამშრომლობის დასასრული.

3. მოტივაციის სისტემა
• თანამშრომელთა მოტივირების თანამედროვე მეთოდები და მათი ანალიზი;
• პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება;
• წახალისება, დაჯილდოება და დასჯა;
• სასარგებლო ინსტრუმენტები

თეორიულ ნაწილთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული სავარჯიშოები.

ტრენინგს გაუძღვება PDA-ს მენეჯმენტის ცენტრის ტრენერი ანა გაგნიძე.

გაიცემა ორენოვანი ს ე რ თ ი ფ ი კ ა ტ ი !
მთლიანი ტრენინგ-კურსის ღირებულებაა 30 ლარი.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:https://docs.google.com/forms/d/1VTAJ-5uDFo_QAcMAEXr3LgF9mC74xq-sgHzUGgcYLK8/viewform
ტრენინგის ჩატარების თარიღის,დროის და ადგილის ჩანიშვნის შემდეგ, დარეგისტრირებულ პირებს მოგაწვდით ინფორმაციას ელ.ფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
გვერდზე: facebook.com/pdainfo
ტელ: 592 02 82 08 (ნათია)
ელ.ფოსტა: pdainfo1@gmail.com

კვალიფიციური განათლება წარმატების საწინდარია !

კომენტარები

კომენტარი