კვირის ამბები
მთავარი გვერდი / დაგეგმილი ღონისძიებები / “მსოფლიო ბანკის მოდელირება”
ukraina

“მსოფლიო ბანკის მოდელირება”

მსოფლიო ბანკის მოდელირება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი: ,,მსოფლიო ბანკის მოდელირება”.

ეს პროექტი გააერთიანებს ყველაზე მოტივირებულ 20 ახალგაზრდას და მისცემს შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებს “ მსოფლიო ბანკი“ .

არჩეულ დელეგატებს მოუწევთ მოირგონ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერების როლები და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ახალგაზრდა ლიდერებისთვის ეს პროექტი არის შანსი, რომ გამოავლინონ საკუთარი შესაძებლობები და მიიღონ გამოცდილება.

პროექტი მიზნად ისახავს :
• სტუდენტებმა გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯაროგამოსვლების უნარები
• ახლოს გაიცნონ მსოფლიო ბანკის მუშაობის პრინციპები
• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

დელეგატთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის ხოლო შემდგომში გასაუბრების გზით.

მონაწილეობისთვის შეავსეთ აპლიკაცია : https://docs.google.com/forms/d/1ksnY2kiemki6CgLnTmEfRBPnCiq3J8uw22lCDCbUNkk/viewform

გამარჯვებული მიიღებს 250ლარს, მეორე ადგილოსანი 150 ლარს და მესამე ადგილოსანი 100 ლარს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი.
ჩატარების თარიღი:30 მაისი
ადგილი: თსუ-ის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორია
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა თუ კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

დეტალური ინფორმაციისთვს დარეკეთ 558433355 მარიამი 598750705 ნათია

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები

კომენტარი